|
2019-04-23 12:29:08, 2064 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი გააცნო
ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო - ყაზახეთის ბიზნეს კავშირები, ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, საქართველოში ყაზახური ინვესტიციებისა გაზრდის და ყაზახეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობები, შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ საბანკო - საფინანსო, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, უძრავი ქონებისა და სხვა სექტორებს, გამოხატეს ინტერესი, ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში და ხელი შეუწყონ მის განვითარებას, გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ქართულ - ყაზახური კავშირების კიდევ უფრო გამყარების პროცესში ყაზახეთში ქართული ბიზნეს დიასპორის აქტიურ ჩართულობაზე. ამ მხრივ, საუბარი წარიმართა ყახაზეთში ქართული კულტურის ცენტრის ამოქმედების შესაძლებლობაზე, სადაც ადგილობრივი მომხმარებელი შეძლებს არა მხოლოდ გაეცნოს საქართველოს კულტურას, არამედ მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე, მათ შორის, ქართული ღვინის იმ სახეობებზე, რომლებიც ყაზახეთში ნაკლებადაა ცნობილი, ასევე სხვა სახის სასურსათო პროდუქციაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ყაზახეთში ქართული ბიზნეს დიასპორის ჩართულობის გაზრდაზე საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის, სამედიცინო ცენტრების, ტურისტული ობიექტებისა და სასტუმრო კომპლექსების მიმართულებით. ამ მხრივ, ბიზნესმენთა დიდი დაინტერესება გამოიწვია კანონმა „საჯარო კერძო პარტნიორობის შესახებ", რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)