2019-04-23 10:55:01, 1488 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ
დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.
მაჭავარიანი კომიტეტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.
ოპოზიციას მინისტრთან ძირითადად კითხვები კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმისა და ვალების განულებასთან დაკავშირებით ექნება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას პარლამენტში „ომეგას“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან