18:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 09:40:40, 1753 ნახვა

სამართალი
გახარია - გამოვიძიებთ ყველა დანაშაულს, ისეთ დანაშაულსაც, რომელიც პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ იყო ჩადენილი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კიდე ერთი კომენტარი გააკეთა.

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე და პოლიციელების მიმართ ჩადენილი.

„გუშინ იყო მძიმე დღე, ყველასთვის და სამწუხარო დღე. დღეს ყველა ვმშვიდდებით, ვწყნარდებით და ვაანალიზებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თოთოეული სამართალდამცველის უფლებებს და შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო ჩადენილი პანკისის მოსახლეობისა და მოქალაქეების წინააღმდეგ.  ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ არ ვიჩქარებთ. ვიქნებით წყნარი, მშვიდი და ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს ამ მიმდინარე გამოძიების მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა. არსად არ გვეჩქარება. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, ისევე როგორც ყველამ ერთად ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობა და ღირსება“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო დიდი რაოდენობით სამართალდამცველების პანკისის ხეობაში მობილიზება, მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილით, ადგილზე მშენებლების უსაფრთხოებას, კახეთის სამხარეო პოლიციის მხოლოდ 35 თანამშრომელი იცავდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მოხდა მათზე თავდასხმა, საჭირო გახდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.

„მე არაერთხელ განმიმარტავს და აღმინიშნავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი და თუ ეს საჭიროა. ჩვენ ამის ვიზუალურ ფაქტებსაც გავასაჯაროებთ. პანკისში, დილის 8 საათზე, წყნარად, მშვიდად, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი, იმისთვის რომ მათ უზრუნველეყოთ მშენებლების უსაფრთხოება, რა თხოვნითაც  ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად მოგვმართა, შევიდნენ აი ამ ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა რა თქმა უნდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე პროკურატურაში აღძრულია - იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას - აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით. იმიტომ, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება. დაძაბულობის დაწყებამდე, 35 კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელის გარდა ხეობაში არ ყოფილა არავინ. ეს არის ფაქტი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics