|
2015-06-25 16:38:28, 441 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა და მაიკლ ობოილმა მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები განიხილეს
საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის, მაიკლ ო'ბოილის სამუშაო შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. „პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის მიზანი იყო ჩემი მანდატის სამოქმედო არეალის ზუსტი განსაზღვრა. როგორც იცით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მთხოვა ვყოფილიყავი საქართველოს მთავრობის მრჩეველი ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი. მე უკვე მქონდა შეხვედრა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელებთან. საკითხები, რომლებზეც ვიმუშავებ იქნება კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, პროკურატურის რეფორმა და შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაც შევიდეს ჩემი მანდატის ქვეშ“, - განაცხადა მაიკლ ო'ბოილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე დაესწრო. მაიკლ ო'ბოილი საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევითა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)