20:49 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 17:27:17, 2002 ნახვა

ევროპის ამბები
ვოლსკი პანკისში ჰესების მშენებლობაზე: სხვა სპეციალისტებთან ერთად, 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეც დასაქმდება

"რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები: „ხადორი - 3“-ის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია. მშენებლობის ხანგრძლივობა 12 თვე. დაგეგმილია აგრეთვე „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობა, რომლის აშენებაც 30 თვე გაგრძელდება. ორივე „მწვანე პროექტია“, კაშხალის გარეშე. ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია. გამოიმუშავებენ 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეც. პირობები რასაც მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი ითვალისწინებს: მოშორებით გადაინაცვლებს ელექტროგადამცემი ხაზი; მოწესრიგდება ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემა; ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობის სარგებლობისათვის სპეციალურად შექმნილ ფონდში შეტანილი იქნება 2018 წელს დახარჯული დენის ფასის ოდენობა;  ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოიყენებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს; კომპანია იღებს ვალდებულებას მყისიერად მოაგვაროს წყლის მიწოდების შესაძლო პრობლემა; აშენდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი; აშენდება ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი; კომპანია, ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს; ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლირად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი. კომპანია „ფერის“ პანკისის ხეობაში უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გადაამზადა, რომლებიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები".

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics