|
2019-04-19 11:47:53, 2295 ნახვა
ეკონომიკა
ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა - ახალი პროდუქტი თიბისი დაზღვევისგან
თიბისი დაზღვევა მომხმარებელს, ახალ განსხვავებულ პროდუქტს სთავაზობს, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლი დაიცვას ხარჯისგან, რომელიც სხვადასხვა კრიტიკული დაავადებების აღმოჩენას მოჰყვება. ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს ისეთი დაავადებების დაზღვევას როგორებიცაა: • ავთვისებიანი სიმსივნე • მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი • ინსულტი • კორონარული არტერიების გულის შუნტირება • თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე • დამბლა • სიბრმავე ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთჩამოთვლილ დაავადებების გარდა, ითვალისწინებს 2 დამატებით მომსახურებას: ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას საზღვარგარეთ. ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება - გულისხმობს ნებისმიერი დიაგნოზისა და / ან მკურნალობის გეგმის გადამოწმებას მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, წამყვანი კლინიკის მოძიებას, საჭირო სამედიცინო დოკუმენტების მომზადებას, წამყვან სპეციალისტებთან ვიდეო კონსულტაციების დაგეგმვას და განხორციელებას და ასისტანსის მომსახურებას. სამედიცინო მომსახურების ორგანიზება საზღვარგარეთ - გულისხმობს საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის, ვიზიტისა და განთავსების ორგანიზებას, შერჩეულ ქვეყანაში ტრანსპორტირებას, დახვედრასა და გადაადგილებას, კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროში განთავსებას, კლინიკაში ვიზიტებისა და განთავსების ორგანიზებას, მკურნალობის პროცესის მეთვალყურეობას, დანიშნული მედიკამენტების შესყიდვის ორგანიზებას, საქართველოში დაბრუნების ორგანიზებას. ამას გარდა, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობისას, 1-18 წლამდე შვილების დაზღვევა ანალოგიური პირობებით ხდება და დამატებითი თანხის გადახდა საჭირო არ არის. ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულება განსხვავდება სასურველი ასანაზღაურებელი ლიმიტის და ასაკის მიხედვით. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს: • მინიმალური ლიმიტი - 25 000 ლარი / 10 000 $ • მაქსიმალური ლიმიტი - 150 000 ლარი / 60 000 $ ლიმიტი დაზღვეულს აუნაზღაურდება სრულად, რომლის განკარგვა შესაძლებელია დაზღვეულის სურვილისამებრ, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტის წარდგენის გარეშე. დაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისის ფილიალებში და ასევე ონლაინ, ვებგვერდიდან online.tbcinsurance.ge.
(R)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)