05:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 11:31:35, 1777 ნახვა

კომენტარი
დავით ბაგრატიონი: არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და სამეფო სახლის სახელი გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს დავუტოვო

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი „საქართველოს სამეფო სახლის“ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ინტერვიუს აანონსებს.

როგორც ის აცხადებს, მომდევნო დღეებში „ნათელს მოჰფენს იმ ადამიანების სიცრუეს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ“.

მისივე თქმით, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას და სამეფო სახელის უმცროსი შტოსთვის დათმობას არ აპირებს.

„მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამჟამად, სასამართლოში დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის და ანა ბაგრატიონ მუხრანსკის თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების გასაყოფად მიმდინარეობს. იქამდე, დავით ბაგრატიონ მუხრანელს  ანა ბაგრატიონ მუხრანსკი და მისი მამა ნუგზარი სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გრუზინსკების სარჩელის წარმოება შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics