2019-04-19 09:35:31, 1513 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, პარლამენტში მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, ნინო ლომჯარიას მოუსმენენ
დღეს, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
ნინო ლომჯარია კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიას შეაფასებს და დეპუტატებს საკუთარ შენიშვნებს გააცნობს.
ლომჯარიამ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლა, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო, თავად მოითხოვა.
ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან