|
2015-06-25 12:46:54, 1243 ნახვა
სამხედრო
გენერალი ბრედშოუ: მჭიდრო თანამშრომლობა წლებთან ერთად უფრო გაღრმავდება
საქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრის შედეგები შეაჯამა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. „თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ სტუმრობს - ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი და სამხედრო, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის. ეს სარდლობა ნატოს ოპერაციების გაერთიანებულ, სტრატეგიულ, სარდლობას წარმოადგენს, რომელიც ნატოს ყველა ოპერაციის დაგეგმვასა და აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. საქართველოს შეიარაღებული ძალების აქტიური ჩართულობა ნატოს ოპერაციებში ამ ვიზიტს დამატებით მნიშვნელობას სძენს. გენერალ ბრედშოუს საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანია ადგილზე გაეცნოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებს და ქართულ მხარესთან ერთად დაგეგმოს საქართველოსა და ნატოს ურთიერთქმედების შემდგომი განვითარება. განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზები და საშუალებები. განსაკუთრებით აღინიშნა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების მნიშვნელობა. ჩვენთვის მისაღებია ასეთი გამოცდილი სამხედროს რჩევები და მითითებები. ცოტა ხნის წინ საქართველომ უმასპინძლა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან სამხედრო ფორუმს - სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციას, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები განიხილეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის. საქართველოში მსგავსი სახის ვიზიტებისა და ღონისძიებების განხორციელება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალ სტატუსს, რომელიც გააჩნია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და აღიარებას იმ ძალისხმევის, რასაც საქართველო ახორციელებს მსოფლიო უსაფრთხოების მიმართულებით“, – აღნიშნა კაპანაძემ. ბრედშოუს თქმით, საქართველოსა და ნატო–ს 20 წლიანი თანამშრომლობა 20 წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა კი, ორივე მხარისთვის სასარგებლოა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს და გენერალურ შტაბს ვსტუმრობ თბილისში. განსაკუთრებით მოუთმენლად ველი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრას, რომლებიც ავღანეთში მისიის შესასრულებლად ემზადებიან. საქართველოს წვლილი ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში განსაკუთრებულია. საქართველო ჩვენ მისიაში მონაწილე კონტინგენტებს შორის მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რაც ნათლად მეტყველებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებსა და თავსებადობაზე. საქართველოსა და ნატოს 20 წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკეთ იცნობს რეგიონს და ნატოს სწავლებებსა თუ ოპერაციებში ქართველი სამხედროები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხარდამხარ ასრულებენ მისიას. თავის მხრივ, ნატო საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში და სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით ეხმარება. წელს საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი შეიქმნება. ივლისში კი მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2015” ჩატარდება. დაახლოებით ორი თვის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულს ნატო სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის სერტიფიკატი გადავეცი. ქართულმა ქვედანაყოფმა ეს სტატუსი პირველად მიიღო და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა თქვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ფაქტი არის ნათელი მაგალითი, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ნატოს და საქართველოს ერთობლივი ძალებით. ჩვენი პარტნიორობის მიზანია რეფორმებისა და წვრთნების მხარდაჭერა, ასევე, პრაქტიკული თანამშრომლობა და მეგობრობა. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი თანამშრომლობა მტკიცეა და მზად ვართ ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარტნიორული ურთიერთობები. ნატოს სახელით, მინდა მივუსამძიმრო ორი კვირის წინ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და ასევე, კაპრალ დავითაიას ოჯახს, რომელიც ავღანეთში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ნატო ძალიან აფასებს ქართველი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლს. გენერალო, მადლობა ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის, ნატოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობა ძლიერია და ვიმედოვნებ, ეს მჭიდრო თანამშრომლობა წლებთან ერთად კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა გენერალმა ბრედშოუმ.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)