06:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 19:15:53, 2163 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - მივესალმებით ინიციატივას, რომ პანკისში, ხადორი 3-ის ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს

„დღეს ჩვენ შევხვდით ძალიან პატრიოტ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებთანაც ვისაუბრეთ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის აღინიშნა, რომ  ჰესების მშენებლობის დაგვიანებით ჩვენ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული გარე წყაროებზე, ხოლო ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად, უფრო მოწყვლადი ხდება. ასევე განვიხილეთ ხადორი 3 - ის მცირე ჰესის პროექტი და ვისაუბრეთ იმ სიკეთეზე, რომელსაც აღნიშნული ობიექტის განხორციელება ხეობას მოუტანს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა დუისში ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხეობის ახალგაზრდების, ქალთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს პანკისის ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის სახელმწიფო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციას მიაწოდეს.

მინისტრის მოადგილემ მოიწონა ინიციატივა, გაფორმდეს სამმხრივი შეთანხმება ხელისუფლების, ადგილობრივ უხუცესთა საბჭოსა და ინვესტორს შორის. „ჩვენ  ვიქნებით იმის გარანტორი, რომ ყველა ვალდებულება, რომლსაც ინვესტორი აიღებს, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დასაქმება, თუ ადგილობრივი ფონდის შექმნა, აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრამ დუისში კონსტრუქციულად ჩაიარა. მთავრობის წარმომადგენლებმა უპასუხეს ხეობის მცხოვრებთა შეკითხვებს, რომლებიც არა მხოლოდ ჰესებს, არამედ ხეობის მცხოვრებთათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, პროფესიული გადამზადების და მიკრო და მცირე ბიზნესის სტიმულირების პროგრამებს, აგრეთვე საგზაო და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეეხებოდა.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხეობის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს გაეცნო. 

პანკისის ხეობაში კომპანია „ფერი" „ხადორი 3" - ისა და „სამყურისწყალი 2" - ის ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ინვესტორი ორივე ჰესის ასაშენებლად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics