05:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 12:52:50, 1703 ნახვა

კომენტარი
ქობულია - სასიხარულოა, რომ კვიპროსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დადებითი დინამიკით გამოირჩევა

„კვიპროსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის მსურს ხაზი გავუსვა სამ ძირითად სფეროს, სადაც ველოდებით ურთიერთობის გაღრმავებას და შემდგომ განვითარებას, ესენია - საზღვაო სფერო, ტურიზმის სექტორი და სოფლის მეურნეობა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული ფორუმის გახსნის ღონისძიებას კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

„სასიხარულოა, რომ კვიპროსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დადებითი დინამიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, საზღვაო და ავიაციის მიმართულებით. როგორც იცით, 2016 წლის 24 სექტემბრიდან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს უნგრული დაბალ ბიუჯეტიანი კომპანია "Wizz Air"  კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობების და ტურიზმის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას და ჩვენს ქვეყნებს შორის გვექნება კიდევ უფრო ხშირი საჰაერო მიმოსვლა" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს ასევე  სოფლის მეურნეობის დარგში.  „ვქმნით უფრო ღრმა თანამშრომლობის  საფუძველს, მათ შორის გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი აგროკულტურების განვითარებაში, როგორიც არის ციტრუსები, ზეთისხილი და სხვა, სადაც კვიპროსს დიდი გამოცდილება აქვს და რაც ჩვენი აგროსექტორისთვის სტრატეგიულად მნიშნველოვანი კულტურებია" - აღნიშნა მინისტრმა.

 საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ორმხრივი ბიზნესინტერესების სფეროებია საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება  და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics