|
2019-04-17 16:58:04, 1510 ნახვა
პოლიტიკა
რეგლამენტის სავარაუდო დარღვევა პარლამენტში - დეპუტატები ხმას სხვისი პულტით აძლევდნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ზოგიერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში სხვისი პულტით მიიღო მონაწილეობდა. სამადაშვილის განცხადებით, მას აქვს ვიდეომასალა, თუ როგორ არღვევს უმრავლესობის დეპუტატი რეგლამენტს და ხმას სხვისი პულტის გამოყენებით აძლევს. „ჩვენი მუშაობის პირობები რომ გაამკაცრეთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ როგორც ჩანს, პარლამენტში ზოგიერთი კოლეგა კენჭისყრაში სხვის მაგივრად მონაწილეობს. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, რომელიც ამას ადასტურებს. ამ წუთასაა დაფიქსირებული უმრავლესობის წევრები როგორ აძლევენ ხმას სხვა დეპუტატების ნაცვლად. ვითხოვ, რომ ეს მასალა პარლამენტის შესაბამისმა უწყებამ შესასწავლად მიიღოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა სანქციები როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრთა მიმართ განახორციელოს. „წინა სხდომაზე მე გავაკეთე განცხადება სხვისი პულტების გამოყენების შესახებ და შესაბამისი რეაგირება მოვითხოვე, მაგრამ თურმე იმიტომ, რომ სხდომის წამყვანმა იმ წუთსვე არ მისცა დავალება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, ეს საკითხი არ შეისწავლება. ახლა, როდესაც გაირკვა, რომ თურმე ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელია, ახლა შეისწავლება. ასე რომ, ბატონო ირაკლი, კატეგორიულად ვითხოვთ, თუ იმ ადამიანების მიმართ არ მოხდება სანქციების გამოყენება, ნებისმიერი სხვა სანქცია, რომელიც იქნება გამოყენებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი უმრავლესობის ხელში,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ამ პრაქტიკას უკლებლივ ყველა ფრაქცია მიმართავს“ . მისივე ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლმა დღეს რეგისტრაცია სხვისი პულტით გაიარა.
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)