|
2019-04-17 14:33:54, 1344 ნახვა
პოლიტიკა
ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გაცნობის მიზნით ჩამოვიდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლუქსემბურგელ კოლეგას და ვიცე-პრემიერს ფელიქს ბრაზს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთი დღით, სპეციალურად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გასაცნობად ჩამოვიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ლუქსემბურგის პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას უძღვება, ამიტომაც მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველოში თეა წულუკიანის ინიციატივით განხორციელდა. ინოვაციური საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიურად შეაფასეს დასავლეთის ქვეყნებმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათი შეფასებით, რეფორმის შედეგად შეიქმნა სპეციალიზებული ინსტიტუტი ბავშვთა მართლმსაჯულებისათვის, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს, დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებსა და იმ ბავშვებს, ვისაც შეიძლება, მოწმის სტატუსი ჰქონდეს, სთავაზობს ისეთ მიდგომებს, რომლებიც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც საყურადღებოა ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცულობის კუთხით. თეა წულუკიანი ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრს მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღაზე, აგრეთვე საარბიტრაჟო სისტემისა და მედიაციის განვითარებაზეც ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, 2018 წლის დეკემბერში საერთაშორისო-სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან გაფორმებული მემორანდუმი სქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იქცეს რეგიონის ბიზნეს და საარბიტრაჟო ცენტრად. ლუქსემბურგის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელსაც შეხვდება, ფელიქს ბრაზი აღდგენითი მართლმსაჯულების დანაშაულის პრევენციის პროგრამებს და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს გაეცნობა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აძლევს საშუალებას, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ალტერნატიული ფორმით და განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე. დელეგაცია საქართველოს ხვალ, 18 აპრილს, დატოვებს.
(NS)
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)