|
2019-04-17 13:32:21, 2203 ნახვა
ეკონომიკა
ხალასთავის საბადოს შესწავლისთვის აუქციონში გამარჯვებული პირი 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს
ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების (ოქრო-სპილენძი) შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია 788 350 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილე სამ პრეტენდენტს შორის გამარჯვებული ფიზიკური პირი გახდა. ლიცენზიის საწყისი ფასი 11 150 ლარს შეადგენდა. სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული ვალდებულია არაუმეტეს 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულებას იღებს, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, მინიმუმ 2 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელმა სამთო სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სამუშაოების განხორციელებისას მუდმივად უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი. შესწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველი 6 თვის ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს აღნიშნულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში. სალიცენზიო პირობების ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლის პერიოდში საქართველოს 30 მოქალაქე დასაქმდება.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)