07:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 11:54:54, 614 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) შავ სიაში მოიხსენიება და დღის წესრიგში ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დგას.

კვირიკაშვილის განმარტებით, საუბარია 2013 წელს დადებულ დასკვნაზე და ამ კუთხით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„არაერთი ვრცელი კომენტარი გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იკაოს ე.წ „შავ სიას“, ეს იყო 2013 წელს დადებული დასკვნა, რომელიც ეხებოდა 2013 წლის წინა პერიოდს. ძალიან ბევრი რამ იკაოსთან შესაბამისობის კუთხით პროცენტული მაჩვენებელი არის მნიშვნელოვანი და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს, იმისთვის რომ მაქსიმალური შესაბამისობა იქნას მიღწეული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) შავ სიაში და დღის წესრიგში დგას ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. სააგენტოში აცხადებდნენ, რომ იკაო არ აწარმოებს ეგრეთ წოდებულ „შავ სიას“ და ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმიც არ არსებობს. ამასთან, CNN-ის სტატიის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) მიერ ე.წ. წითელი დროშით არის მონიშნული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics