|
2019-04-16 17:17:46, 2159 ნახვა
ეკონომიკა
მაია ზავრაშვილი: წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა
„წარმატებით დასრულდა წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი. მასში მოცემულია ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, სალიცენზიო რეჟიმის გადახედვა და გაუმჯობესება, ფისკალური რეჟიმის განახლება - საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული როიალტის სისტემის დანერგვა და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია წიაღის სექტორის რეფორმის წარმატებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა შეხვედრაზე, სადაც წიაღის სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს დისკუსიის რეჟიმში საქმიანობის შედეგები, ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა. მაია ზავრაშვილის ინფორმაციით, წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი ასევე მოიცავს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმების, (საბადოთა რეკულტივაციის სისტემის გაუმჯობესება), ასევე შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას, სოციალური და კულტურული ზეგავლენის მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებას და მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწას. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში უკვე მიღწეულია ისეთი შედეგები, როგორიცაა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გაციფრებული ანგარიშების ელექტრონული კატალოგის (https://nam-geofund.archival-services.gov.ge/) დანერგვა, ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილი საფასურის გაუქმება, ასევე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მინიმალური საწყისი სააუქციონო ფასის 500 ლარიდან 50 ლარამდე შემცირება (ჰექტარზე) და ა.შ. „ინტეგრირებული ნებართვის გასაცემად ჩვენ დავნერგეთ "ერთი სარკმლის" პრინციპი, რაც კიდევ უფრო უმარტივებს დაინტერესებულ კომპანიებს საჭირო მომსახურების მიღებას. ასევე ჩვენი ინიციატივით გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა და დაინერგა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის თანამედროვე სტანდარტები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესპროცესების დიგიტალიზაცია, რომლის ფარგლებშიც დავნერგეთ ლიცენზიის გაცემისა და ანგარიშგების ელექტრონული პროგრამა www.nam.rs.ge" - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობასთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიის წარმოება და მუშაობა ინვესტორებთან, რომ მოხდეს მიმზიდველი საინვესტიციო პროექტების დაპაკეტება და მათთვის პროაქტიულად მიწოდება.
(NS)
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)