|
2019-04-16 16:33:12, 2727 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სახლში საზღვარგარეთ წასვლის მსურველმა 800-მდე მოქალაქემ საერთაშორისო სიმ ბარათი ადგილზე მიიღო
იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს კომფორტისთვის მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. იუსტიციის სახლის 22 ფილიალში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთ სივრცეში მიიღოს: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, იქვე დააზღვიოს სამგზავრო დოკუმენტი, მიიღოს სამოგზაურო დაზღვევა და აიღოს საერთაშორისო სიმ ბარათი, რომელიც მას 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოადგება. სიმ ბარათის სერვისით უკვე 783-მა მომხმარებელმა ისარგებლა. ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი - „გლობალსელი" აუქციონის წესით შეარჩია. გამარჯვებული კომპანია მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ ბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს. მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენა 15 ლარად შეეძლებათ. ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს: დაფარვის ზონა - 200-ზე მეტი ქვეყანა; უფასო შემომავალი ზარები - 150-მდე ქვეყანა; გამავალი ზარი - 0.09 დოლარიდან; უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში; გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან; მობილური ინტერნეტი - 140-მდე ქვეყანა; GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან; მუდმივი ნომერი; არანაირი სააბონენტო გადასახადი. საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.
(NS)
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)