|
2019-04-16 16:04:31, 4252 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია: მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების შევსება შემდეგი მოწვევის პარლამენტმა უნდა განახორციელოს
"ვენეციის კომისია" საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. როგორც კომისიის რეკომენდაციაშია აღნიშნული, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა უნდა აირჩიოს, რომელიც სასამართლოს სამუშაოს განსახორციელებლად სჭირდება. "მოსამართლეების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დარჩენილი ვაკანტური ადგილების შევსება შემდეგი არჩევნების დროს დაკომპლექტებული პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების შერჩევის მეთოდი პოლიტიკურ ან პირად განხილვებს არ ეფუძნებოდეს", - აღნიშნულია რეკომენდაციაში. რეკომენდაციის მე-16 პუნქტის თანახმად, ახალი მოსამართლეების რაოდენობის შერჩევა უზენაეს სასამართლოსტან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს. "რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 18-დან 20-მდე პოზიციის ნახევარს, რომელიც იქნება ვაკანტური", - წერია პუნქტში. გარდა ამისა, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, არამოსამართლე კანდიდატებს, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდეთ. "ამისთვის მათ 2 დამატებითი კრიტერიუმის დაკმაყოფილება უწევთ. ამ დროს ასეთი კანდიდატები 2 დაბრკოლების წინაშე დგებიან. ერთ-ერთი ასეთი დაბრკოლება არის ის რომ მათ სასამართლო კვალიფიცირების გამოცდა გაიარეს. ეს უნდა გადაიხედოს, რადგან მხოლოდ სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი შეიძლება ჩაითვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად. ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირი, არ უნდა იყოს იძულებული გაიაროს დამატებითი გამოცდა, რათა დაამტკიცოს, რომ სამართლის საკითხებში ერკვევა", - ნათქვამია რეკომენდაციაში. კომისია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებში აქცენტი უფრო დიდ ასაკზე და კანდიდატის გამოცდილებაზე, მსჯელობაზე, დამოუკიდებლობაზე, მრავალფეროვნებაზე უნდა გაკეთდეს და დასძენს, რომ ამ კრიტერიუმებს ყველა მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა როდესაც საუბარი უზენაეს სასამართლოზეა, ჩამოთვლილი თვისებების დაკმაყოფილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. "იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, უნდა გამოირიცხოს ამ კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის ყველა პროცედურიდან", - წერია რეკომენდაციაში. ცნობისთვის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს.
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)