|
2019-04-16 15:35:01, 2181 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის
„წიაღის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა არა მარტო დასაქმების, არამედ ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის თვალსაზრისითაც", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ წიაღის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კომპანიის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. „სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები და ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიაღის სექტორში წელს დაახლოებით 200 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ, ექსპორტი კი სადღაც 600-დან 700 მლნ დოლარამდე უნდა იყოს. ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ ჩვენ ამ სექტორის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ" - აღნიშნა მინისტრმა. გიორგი ქობულიას შეფასებით, ყოველთვის მისასალმებელია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან მთავრობა ბიზნესისგან ბევრ სასარგებლო რეკომენდაციებს იღებს. „ამ რეკომენდაციებს ჩვენ უახლოეს მომავალში გავითვალისწინებთ - იგი ეხება როგორც ლიცენზირების წესების, ასევე სხვადასხვა მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოცემულობების გამარტივებას, რათა ეს სექტორი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი უცხოური და ქართული კომპანიებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მხოლოდ 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, წიაღის სექტორში მობილიზებული ინვესტიციების მოცულობა 30 250 000 ლარს შეადგენს, რომლის საფუძველზეც შეიქმნება 350-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)