|
2019-04-16 14:37:39, 2194 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარი ამოცანა მომხმარებელი და მისი უფლებების დაცვაა
„ენერგეტიკული სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მომხმარებელთა უფლების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინებაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს არის რეალური სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ენერგოუმბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, ენერგეტიკული ბაზრის იმ დიდ რეფორმაში, რომელსაც მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს, მთავარი ამოცანა მომხმარებელი და მისი უფლებების დაცვაა. თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ჩარჩო-კანონპროექტში, რომლის განხილვასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს საქართველოს პარლამენტი, პრინციპების დონეზეა გაწერილი, რომ კანონის მთავარი მიზანი არის ევროკავშირის სტანდარტებით უსაფრთხო, უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის. „ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელსაც მხოლოდ გლობალური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი არ ვიხილავთ, არამედ ეს არის მომხმარებლისთვის ენერგიის უსაფრთხო მიწოდების სინონიმი" - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე შეფასებით, ამ პროცესში უდიდესი როლი ენიჭება ენერგოომბუდსმენის ჩართულობას. ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა დღეს საზოგადოებას 2018 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „მომხმარებელთა უფლებები ენერგეტიკის სექტორში."
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)