|
2015-06-25 11:10:30, 437 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ქართულმა მხარემ „არმავირის“ სასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, არტურ ოსიკიანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქართულ პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ წარმატებასა და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე ისაუბრა. ერევანში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტი 24 ივნისს დაიწყო და 26 ივნისამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)