2019-04-15 23:11:20, 3079 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ყველა ჩვენგანის ნაწილი ახლა ალშია გახვეული
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ამ დროისთვის პარიზის ღვმთისშობლის ტაძართან იმყოფება "ტვიტერში" შეტყობინებას ავრცელებს.
„ ნოტერ დამის ტაძარი იწვის. ეს ძალიან ემოციურია მთელი ერისთვის. იფიქრეთ კათოლიკეებზე და ყველა ფრანგზე. როგორც ყველა ფრანგი, მეც დამწუხრებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანის ნაწილი ახლა ალშია გახვეული“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,