|
2019-04-15 19:03:38, 2366 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა. შეხვედრაზე შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, დაისახა ახალი მიმართულებები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფისკალური სტაბილურობა. საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდგომი მოდერინზაციის გეგმას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ქვეყანაში. „ძალიან კონსტრუქციული განხილვა გვქონდა საჯარო ფინანსების მართვის, აგრეთვე, საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების ადმინისტრირების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატში, ჩვენ საქართველოს ვიყენებთ როგორც ძალიან კარგ მაგალითს მმართველობის კუთხით მიღწეული პროგრესის საჩვენებლად", - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)