|
2019-04-13 16:57:00, 2437 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოისა და ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, რიჩარდ დორნბოშს შეხვდა. სსფ-ის წარმომადგენლებთან საუბარისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. საუბარი შეეხო სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მიმდინარეობას, მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის ვიზიტს საქართველოში. შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის ვიცე- პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გიორგი კაკაურიძე.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)