|
2019-04-13 13:15:25, 2213 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ ანგურიძე: რეიტინგების გაუმჯობესება ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს
საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „S&P“ –მ გააუმჯობესებს და სტაბილურიდან პოზიტიურად გაზარდა. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ოთარ ანგურიძის განცხადებით, პერსპექტივის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა გადააჭარბოს სარეიტინგო კომპანიის პროგნოზებსა და მოლოდინებს. ოთარ ანგურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კომპანიის შეფასებები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე. კერძოდ, აღსანიშნავია სავალუტო კურისის მიმართ ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და თავისუფალი გაცვლითი კურსის შენარჩუნება; საქართველოს ფისკალური სექტორის მხრიდან შენარჩუნებული მდგრადობა და სახელმწიფო ვალის მშპ-სთან სტაბილურ დონეზე შენარჩუნება; საერთაშორისო რეზერვების ადექვატურობის შესაბამის მიზნობრივ მაჩვენებელთან შენარჩუნება; ბოლო ორ წელში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება; პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართ განხორციელებული რეგულაციები და სხვა. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „S&P“ – ი განსაკუთრებულად გამოყოფს და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, აღსანიშნავია კაპიტალური დანახარჯების პრიორიტიზაცია, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა, საპენსიო, განათლების და საგადასახადო რეფორმები. „მიუხედავად პოზიტიური შეფასებისა, სარეიტინგო კომპანია ასახელებს რისკებსაც რომელიც ჩვენი ეკონომიკის წინაშეა. ესენია, დოლარიზაციის კვლავ მაღალი მაჩვენებელი, სუსტი საგარეო სექტორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესაძლო შემცირება, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას უკავშირდება. აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაციითა და უცხოური ინვესტიციების საშუალებით რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან საგულისხმოა,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი რეიტინგების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას, გაზრდის ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინტერესებს, რაც საბოლოოდ აისახება ფინანსური რესურსების მიმართ შეღავათიანი პირობებით მეტ ხელმისაწვდომობაზე.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)