|
2019-04-13 12:50:37, 2329 ნახვა
ეკონომიკა
გულბანი: S&P-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შედეგია
გავლენიანმა საერთაშორისო კომპანია "S&P“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით, რეიტინგი კი BB- დონეზე დაადასტურა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, სტაბილურ და პოზიტიურ პერსპექტივებს შორის სხვაობა ნამდვილად არის. "პერსპექტივის გაუმჯობესება პოზიტიურის მიმართულებით ინვესტორისთვის დადებითი სიგნალია. ცხადია ეს ცვლილება დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე დადებით ეკონომიკურ პროცესებთან. კერძოდ ანგარიშში აქცენტირებულად არის აღნიშნული ფისკალური და მონეტარული სტაბილურობისთვის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. მაგალითად ის, რომ ფისკალური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას, და სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით სტაბილურ დონეზეა. აგრეთვე ფისკალური ბალანსი კაპიტალური ხარჯების გამოკლებით პოზიტიურია", - განაცხადა გულბანმა. "S&P“ - ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მცურავი გაცვლითი კურსისადმი ერთგულება და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელს უწყობს მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას. ამასთან, მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს საგრეო შოკების განეიტრალებას და ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას, რაც დაადასტურა კიდეც 2014-16 წლებში გლობალური შოკების ზეგავლენამ, როცა საქართველოს ეკონომიკის მთავარი სისუსტე იყო არა თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსი, არამედ მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი, ასევე მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი. "S&P“ - ის თანახმად, ორივე აღნიშნულ მიმართულებაში პროგრესი სახეზეა. შოთა გულბანის განცხადებით, აღსანიშნავია ეროვნული ბანკის პრუდენციული პოლიტიკა, საფინანსო სექტორში სისტემური რისკების პრევენციის თვალსაზრისით და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წახალისება, რაც ასევე გახდა საფუძველი ანგარიშში საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებისა პოზიტიურის მიმართულებით.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)