|
2019-04-12 16:10:45, 2089 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ
პროფესიული გადამზადების პროგრამა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი იყო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბოლნისში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთა განვითარებაც, მისი შეფასებით, პრიორიტეტულია ქვემო ქართლის რეგიონისთვის. ამ ჩამონათვალში მინისტრმა გამოყო სამი მთავარი მიმართულება - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. „მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ რეგიონის უკეთესი განვითარებისთვის, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ამ სექტორებში, ასევე ვხედავთ გამოწვევებსაც. ვგეგმავთ, რომ რეგიონში ჩამოვიყვანოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ, მცირე და საშუალო ბიზნესს კონსულტაციას გაუწევენ კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების კუთხით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, არის ტურიზმი. „ სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც ამ სექტორში განახორციელებენ ინვესტიციებს და გახსნიან ახალ სასტუმროებს. გარდა ამისა, აშენდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. ბოლნისში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)