|
2015-06-24 18:49:15, 868 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა სტიქიით დაზარალებულთათვის 1,3 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინეს
„საქართველოს ბანკმა“ და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით 1,3 მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე განაცხადეს. ბანკის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე და სრულად მოხმარდება მათი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, გამოყოფილი თანხები გაზარდონ მილიონ ლარამდე. ჯამში საქართველოს ბანკის მიერ შეგროვილმა თანხამ 1,3 მილიონი ლარი შეადგინა. შეგროვილი 1,3 მილიონი ლარიდან, მომხმარებელმა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა 300,000 ლარი. საქართველოს ბანკი მადლობას უხდის თოთოეულ იმ მომხმარებელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და თანხა გადმორიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად. საქართველოს ბანკი ასევე მადლობას მოახსენებს მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)