04:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 12:26:44, 1929 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ენერგორესურსებით მომხმარებლის უზრუნველყოფა და თავისუფლად ვაჭრობა რეგიონში უნდა შეგვეძლოს

„უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში“,  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ სასტუმრო „შერატონში" კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღონისძიებაზე ნათია თურნავამ ვრცელი მოხსენება გააკეთა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის ენერგეტიკის განვითარების პროგრამის დახმარებით ვმსჯელობთ ძალიან აქტუალურ თემაზე - ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით გვაქვს ტრადიციული და ახალი გამოწვევები, რასაც ვუმკლავდებით. ტრადიციული გამოწვევები დაკავშირებულია რეგიონალურ გამოწვევებთან, გეოპოლიტიკასთან, ხოლო რაც შეეხება ახალ გამოწვევებს, ეს არის მზარდი მოთხოვნის პირობებში საკუთარი რესურსით ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ჰიდროელექტროსადგურების განვითარების მიმართ" - აღნიშნა თურნავამ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია მაქსიმალურად აწყობილია ორ პრიორიტეტზე - ეს არის ბაზრის მეტი გახსნილობა,   რეგიონში, ინტეგრაცია და ვაჭრობის და ტრანზიტის მეტი შესაძლებლობა, იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კვლავაც კეთდება საკუთარი რესურსების განვითარებაზე, მათ შორის არის წყლის, ქარისა თუ მზის რესურსები. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორი ასპექტი ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით  მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ

კონფერენცია სახელწოდებით  „კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში" USAID ენერგეტიკის პროგრამის,  საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ნათია თურნავასთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ. ა. ვიებლერმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოში რადუ ჰორუმბამ. კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრებს და მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის შეთანხმების მიღწევაში და მტკიცებულებებით გამყარებული, სრულფასოვანი ანალიზის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics