2015-06-24 18:07:20, 410 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და ალასანიას დარტყმები მართლმსაჯულების რეფორმაზე ამ პროცესში მე ვერ შემაფერხებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ შესაძლო ზეწოლის განხორციელების თაობაზე ინფორმაცია არა აქვს.
როგორც წულუკიანმა თემის კომენტირებისას აღნიშნა,ინფორმაციას არც ლაშა ჩხიკვაძის ავარიის საქმის შესახებ ფლობს.
თუმცა, იუსტიციის მინისტრი ამბობს,რომ ინფორმაცია ვრცელდება არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას მხრიდან.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და ირაკლი ალასანია ძალოვანი სტრუქტურების ლანძღვანს ითხოვენ.
მინისტრის განმარტებით, პროკურატურა თავად გაუკრიტიკებია.
თუმცა, ძალოვანი უწყების მიერ სწორი გადაწყვეტილებები ხმამაღლა უნდა აღინიშნოს.
„მე ეს ინფორმაცია გუშინ მოვისმინე ამიტომ არც ავარიის შესახებ და არც თვითონ სისხლის სამართლის საქმის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება უფრო ზოგად კომენტარს ეს ბოლო დღეები ძალიან ბევრი უსაფუძვლო ინფორმაცია გვესმის, არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“, არამედ იმ პოლიტიკური ფიგურებისაგან, რომელიც პირდაპირ არინ შესაბამისობაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მესიჯებთან. მაგალითად: ალასანია ამობობს, რომ მისი მოწინააღმდეგე ძალები აკონტროლებენ სასამართლოს გარედან,რომლის წინააღმდეგ იქნა გადაწყვეტილებები მიღებული. ამის ფონზე მოსამართლეები ღებულობენ მის სასარგებლო გადაწყვეტილებებს,რადგან მოსამრთლეები დღეს არიან დამოუკიდებლები და ვიცით, რომ თავდაცვის სამინისტროს სამქმეზე თანამშრომელბი არიან სწორედ დამოუკდებელი სასამართლოს პირობებში თავისუფალი. დღეს ყველა ჩვენგანიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და ალასანია მოითხოვენ,რომ ვლანძღოთ ძალოვანი სტრუქტურები და მათ შორის პროკურატურა. რა თქმა უნდა პროკურატურას აქვს არაერთი ხარვეზი და ის ხმამაღლა უნდა გაკრიტიკდეს,როცა საჭიროა და მე ის ხმამაღლა გამიკრიტიკებია,თუმცა ის ორგანოები,რომელიც საზოგადოებას იცავენ დანაშაულისგან იღებენ სწორ გადაწყვეტილებას, ისიც ხმამაღლა უნდა აღინიშნოს“,-განაცხადა თეა წუკუკიანმა.
მისივე შეფასებით, ე.წ. კაბებელის საქმეზე პროკურატურამ ევროპული ტიპის გადაწყვეტილება მიიღო,როდესაც თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნისთვის აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
„დიახ, თავდაცვის სამინისტროს საქმეზე მიუხედავად იმისა თუ რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ალასანია,პროკურატურამ მიიღო ევროპული ტიპის გადაწყვეტილება და რეალურად პირველად თქვა, ის რასაც ამბობს სტრასბურგის სასამართლო-მე აღარ მჭირდება ადამიანები ციხეში, მტკიცებულებები დასაშვებია და ისინი უნდა გამოვიდნენ ციხიდან.დიახ, ეს შუამდგომლობა იყო მისასალმებელი აქედან გამომდინარე ვისურვებდი, რომ ყველამ ობიექტურობა შევინარჩუნოთ,როცა საქმე რეფორმებს ეხება, მართლმსაჯულების რეფორმა მიდის ქვეყანაში და გაგრძელდება წარმატებით.“ნაციონალური მოძრაობის“ და ალასანიას დარტყმები ამ პროცესში მე ნამდვილად ვერ შემაფერხებს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია,რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაზე, რომელიც გიგი უგულავას საქმეს განიხილავს ავტოავარია მოუვიდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან