04:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 13:14:20, 1726 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: მსოფლიო ბანკი მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას მიესალმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას. ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში, როგორც ფინანსური მხარდაჭერის გზით, ასევე, ექსპერტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სექტორში. ის გამოყოფილი ფინანსური სახსრები, რომელიც მსოფლიო ბანკის მხრიდან უნდა დაიხარჯოს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია. რაც შეეხება განათლების რეფორმას, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც არის მსოფლიო ბანკი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. 

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დელეგაციასთან მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია მთავრობის პრიორიტეტებსა და იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ განათლების საკითხები, სადაც საქართველოს მთავრობა ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას და ამით ქვეყანას მისცეს წინსვლის საშუალება. ასევე, განვიხილეთ ენერგეტიკული სექტორი და ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა. მოხარული ვარ, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე ზრდას, მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

„ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ გამოვხატეთ დიდი კმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი წინსვლა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.  საქართველოს მეექვსე ადგილი უკავია მსოფლიო ბანკის „Doing Business-ის“ რეიტინგში, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. ივანე მაჭავარიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანური კაპიტალის განვითარების აუცილებლობაზე. საქართველო გახლავთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა მსოფლიო ბანკის „ადამიანური კაპიტალის ინიციატივას.“ ფინანსთა მინისტრმა ჩვენთან საუბრისას, აქცენტი გააკეთა დაწყებითი, საშუალო განათლებისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ რეფორმაზე და ვფიქრობ, მსოფლიო ბანკი მტკიცედ დაუჭერს მხარს ამ ამბიციურ ინიციატივას“, - აღნიშნა  ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოენ დევიდსმა.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics