|
2019-04-10 16:39:35, 1886 ნახვა
ეკონომიკა
წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებულ წესებში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა
საქართველოს მთავრობის დადგენილების ცვლილების შედეგად, დეტალურად განისაზღვრა ის სალიცენზიო პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია წიაღის მომპოვებელი ლიცენზიის მფლობელთა მიერ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს მტვრის გაფრქვევისა და შიდა სასოფლო გზების დაზიანების რისკების შემცირებას. გარდა ამისა, განისაზღვრა ობიექტის დამუშავებისას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და სხვა პირობები, რომელთა მიზანია წიაღისეულის მოპოვებისა და მისი თანმდევი პროცესების გამო გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილება. წიაღის შესწავლის პროცესის წახალისების მიზნით ასევე გამარტივდა ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩასატარებლად რიგ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვები. წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეფასებით, ცვლილება წიაღის შესწავლით დაინტერესებულ სუბიექტებს ხელს შეუწყობს, ჩაატარონ უფრო სრულყოფილი და დეტალური კვლევები, რაც, თავისთავად გაზრდის გეოლოგიური შესწავლის მაჩვენებელს და შესაბამისად, დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის განახლების პროცესზე.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)