|
2019-04-10 11:24:43, 1565 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო თანხის შეტანას გეგმავს
საქართველო ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო თანხის ერთჯერადად შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი აქცენტები იმ მიღწევებზე გაკეთდება, რასაც ქვეყანამ 20 წლის განმავლობაში მიაღწია. „აქცენტები იქნება ძირითადად იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ამ 20 წლის განმავლობაში. ვინაიდან, მისი (პრემიერის) ვიზიტის მიზანი სწორედ ამ 20 წლიანი თარიღის აღნიშვნაა. ასევე იქნება გამოწვევებზე საუბარი, რომელიც პირველ რიგში, არის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. საქართველო აპირებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანხობრივ შენატანს ეხება, ვინაიდან ევროსაბჭოს ბიუჯეტში სერიოზული გამოწვევები აქვს საწევროს გადახდასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)