16:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 00:21:49, 1245 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - მურუსიძეს სდებენ ბრალს, რომ გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა

„მურუსიძეს სდებენ  ბრალს, რომ გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა. ეს თუ არ განვიხილეთ, ისე ჭეშმარიტებას ვერ მივაღწევთ - ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

“ყველა ეს პრობლემა და ეს გვარები და მათი ოდიოზურობა და კლანურობა ეს ყველაფერი მოდის ნაციონალური მოძრაობისგან და მათგან მართუელი ენჯეოების მხრიდან, ეს შეგიძლიათ ნახოთ მედიაში . აშკარად ეს ყველაფერი ჩანს. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მის დაბრუნებას ცდილობენ.

რამდენად ობიექტურები არიან და რამდენად სწორად ემხრობიან ნაწილობრივ ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებმაც დატოვეს  პარტია და რამდენად არიან ესენი მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, უნდა გავარჩიოთ რამდენიმე დეტალიც. სხვანაირად არ გამოგვივა. იგივე მურუსიძის თემა ავიღოთ, გინდა ჩინჩალაძის თემა ავიღოთ , გინდაც ნებისმიერი სხვა მოსამართლის, მე ადვოკატობა გვარების მიმართ აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მაგრამ საერთო სიტუაცია რომ სწორად შევაფასოთ, აპელირება ამ გვარებზე უნდა გავაკეთოთ, რამეთუ ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა და ენჯეოებიც  მათ ესხმიან თავს.

მურუსიძის ქეისი - რამდენჯერმე იყო ტელევიზიაში, თვითონაც რამდენჯერმე გამოვიდა ტელევიზიით. ჩვენ პარადოქსების ქვეყანა ვართ და ეს შემთხვევაც აბსოლუტურად პარადოქსულია ჩემთვის და მე ახლა ისეთ დეტალებსაც მოვიტან რომელიც შეიძლება საჯაროდ არ თქმულა. დღეს მურუსიძე წარმოგვიდგება, როგორც იტყვი მურუსიძის გვარს , სინონიმია გირგვლიანის მკვლელობის. ალბათ თუ ახსენებ მურუსიძეს, ასოცირებაც ისეთია, რომ გირგვლიანი მოკლა მურუსიძემ. - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics