13:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 11:26:16, 1871 ნახვა

სამართალი
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ, ტელეწამყვან შალვა რამიშვილს დავა მეორე ინსტანციის სასამართლოშიც მოუგო.

როგორც სამხარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

„2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ "შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო". სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე. ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა. დღეს, მინდა ხმამაღლა და ბოლო აკორდად ისევ გავიმეორო, ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება. ამ საქმის ყველა ეტაპზე, დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს და ადამიანებს რომლებმაც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადეს ჩემი მხარდაჭერა. თუ ჩემი გზა, ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია“, - წერს თათია სამხარაძე.

შეგახსენებთ, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის 2016 წელს უჩივლა. გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და რამიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 2 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების ვადა კი, ამოწურულია. შესაბამისად, საქმე „სამხარაძე რამიშვილის წინააღმდეგ“ დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics