|
2019-04-08 16:15:20, 2084 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული
დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. კახა კალაძე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა, სადაც „თბილსერვის ჯგუფი“ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზასთან მდებარე ფერდობებს ასუფთავებს. მისი თქმით, ხეობაში სამშენებლო ნაგავია ჩაყრილი, რასაც მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. თბილისის მერმა ასევე თხოვნით მიმართა მოსახლეობას- ნუ დააბინძურებენ გარემოს და გაუფრთხილდნენ საკუთარ ქალაქს. „აქ ბევრი სამშენებლო ნაგავია, აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება საამშენებლო ნაგავი. უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ასეთი მშენებლობების მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია, ეკოლოგიაზე ზრუნვა, მწვანე სივრცეების შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და არ მოხდეს დაბინძურება-დანაგვიანება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრა. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ უმნიშვნელოვანეს პროექტს - „გაუფრთხილდი ქალაქს“, რომელშიც, იმედია, ბევრი ახალგაზრდა, ბევრი თბილისელი ჩაერთვება, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და ამ ყველაფერში მე მაქვს თბილისელების მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი”, - აღნიშნა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად რამდენიმე დღე იქნება საჭირო. მისივე თქმით, ასევე, დასუფთავდება ქალაქის გასასვლელი და შემოსასვლელი ტერიტორია.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)