|
2019-04-08 11:14:08, 1775 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: საქართველოს განვითარება რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებას მიეძღვნა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება საქართველოსათვის უაღრესად საჭირო დარგს, სოფლის მეურნეობას, რომელიც ქვეყნის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. "დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს განვითარება მისი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას. ქართული ეკონომიკის განვითარებას არ ექნება მომავალი, თუ სოფლის მეურნეობის სფერო არ იქნება აგებული თანამედროვე პრინციპებზე. ჩვენ უნდა განვავითაროთ და ვისწავლოთ ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპებადაა მიჩნეული და სწორედ ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შევინარჩუნოთ ძველი, ქართული ტრადიციები და ამასთან, ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ დარგი ისე, რომ არ უშლიდეს ხელს არც გარემოს დაცვას (რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის) და ამავე დროს, იყოს ჩართული მსოფლიო ეკონომიკაში, იყოს მორგებული მსოფლიო ბაზრებს. ეს ყველაფერი კი არის ის, რაც სხვების გამოცდილების გაზიარებით უნდა ვისწავლოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს: ევროკავშირსა და გაეროს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. კონფერენციას „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში" ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სფეროს წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები ესწრებოდნენ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)