15:06 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 14:18:15, 1576 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა [ვიდეო]

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.

კანდიდატის წარდგენას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიებაზე ზუგდიდის მოქალაქეებს სიტყვით პრემიერმა მიმართა. როგორც მან აღნიშნა, გეგა შენგელია ზუგდიდის მერობის უალტერნატივო კანდიდატია.

„თქვენივე რჩევით და რეკომენდაციით, „ქართულმა ოცნებამ“ შევარჩიეთ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელია. ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. ჩვენ ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით: პირველი - გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლა უნიკალური გამოცდილება. მოდით ვკითხოთ ჩვენს თავს - რა სჭირდება დღს ზუგდიდს, დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და იმ ყველა პრობლემის დროული მოგვარება, რომელიც არის ქალაქში. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. მეორე - გეგა არის სუფთა პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რაც ჩემთვის პირადად, ისევე როგორც თქვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.  გეგა ამ თვალსაზრისითაც არის უალტერნატივო კანდიდატი. მესამე და ყველაზე მთავარი - გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა ტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული ზუგდიდელი, მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს, რაც არის „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია. ღმერთმა დალოცოს ეს ულამაზესი კუთხე და საქართველო“, - მიმართა ბახტაძემ მხარდამჭერებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics