|
2019-04-06 10:36:24, 2034 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთში იმყოფებოდა, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის „ენერჯი მარკეტის" (Energy Market) მფლობელს ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია „ენერჯი მარკეტი" ახორციელებს როგორც ბულგარეთში, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ენერგეტიკულ პროექტებს. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმის მიმართ და გამოთქვეს სურვილი, გახდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ბულგარული კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა ჰიდროელექტროსადგურებსა და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მზის ელექტროსადგურისა და გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბულგარეთის კომპანიის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან და ადგილობრივი ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან. „ენერჯი მარკეტი" ფლობს ელექტროგადამცემ ხაზებს, ჰიდროელექტროსადგურებს, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, მზისა და ქარის ელექტროსადგურებს როგორც ბულგარეთში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, კომპანია ელექტროენერგიას აწვდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოსექტორებს, ასევე განკარგავს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთ-ერთ მსხვილ ენერგოკომპანიას.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)