|
2019-04-05 15:44:29, 1542 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღებაში მთავარი დამნაშავე ჩრდილოელი მეზობელია
„ეს არის არალეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სიკვდილით დასჯის შემოღებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომაროების კუთხით არსებული ერთადერთი პრობლემა არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა, სამწუხაროდ, მისი და საერთაშორისო პარტნიორების რესურსები შეზღუდულია. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთნიკური ქართველების უფლებებთან ერთად, მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აფხაზებისა და ოსების უფლებების დაცვაც. „იცით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ კუთხით გამოვასწოროთ მდგომაროება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვა ამ ტერიტორიებზე, არამედ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აფხაზების და ოსების ინტერესების და უფლებების დაცვაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან რაც კი შეიძლება გაკეთდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა, იცით, რომ სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რესურსები არის შეზღუდული, თუმცა, ამ შეზღუდული რესურსების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)