22:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 19:50:07, 394 ნახვა

პოლიტიკა
საია სახელმწიფოს მოუწოდებს, ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება. 

როგორც საიაში აცხადებენ, 2015 წლის 23 ივნისის სტატიაში „კარიკატურის გამოქვეყნების გამო საქართველოში ჟურნალისტს სიკვდილით ემუქრებიან“  ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე ხორციელდება მუქარა. 

„ამონარიდი სტატიიდან: „თუ ამ კარიკატურას არ წაშლით, თუ ამ შეურაცხყოფას გააგრძელებთ, ალაჰს ვფიცავ, რომ თქვენი სისხლი დაიღვრება. ვფიცავ იმ ღმერთს, რომლისაც არ გწამს, ჩემი ხელებით წაგაცლი თავს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სისხლი უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენი კალმის მელანი“, -  ამ მუქარის ადრესატები საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტები არიან, მუქარის ავტორი საქართველოს მოქალაქე, მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვია.

საიტი renessans.ge საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა 2015 წლის იანვარში შექმნეს. პროექტის მიზანი ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებული პრობლემების აქტუალიზაცია, სამოქალაქო განათლების და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.”

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩვენ ვესაუბრეთ ინტერნეტ გამოცემის ერთ – ერთი ჟურნალისტს აიდა ტაგიევას. ჟურნალისტის განმარტებით, მუქარის მიზეზი მათ გამოცემაში  გამოქვეყნებული კარიკატურაა,  რომელშიც ასახულია ახალგაზრდა ჟურნალისტები,  რომელთაც წიგნებით ხელში გაარღვიეს გალია და გარეთ გამოვიდნენ. მისივე თქმით, ეს არის გალია და არა მეჩეთი. თუმცა აღნიშნული კარიკატურის გამო საქართველოს მოქალაქემ, მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვმა საიტის პუბლიცისტ ეინარ მახმუდოვს, ჟურნალისტ აიდან იუსიბოვას, რედაქტორს ნუგზარ ჯაფაროვს და მას მუქარის შეტყობინებები გაუგზავნა. ჟურნალისტის თქმით, მათ აღნიშნულის დამადასტურებელი ჩანაწერებიც აქვთ. 

აიდა ტაგიევასთან სატელეფონო გასაუბრების  შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს და დღეს ის უკვე დაიბარეს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
საია მიესალმება საგამოძიებო ორგანოს სწრაფ რეაგირებას და მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ აღნიშნულ საქმეზე სწრაფი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, ასევე უზრუნველყონ ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება და  დაცვა ყველა შესაძლო ხელშეშლისა და  უკანონო ზემოქმედებისაგან.
საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას ჟურნალისტების უფლებები და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც საგამოძიებო ორგანოში, ისე სასამართლო წარმოების ეტაპზე“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics