07:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 19:17:37, 774 ნახვა

ეკონომიკა
CNN: საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ე.წ. წითელი დროშითაა მონიშნული

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) მიერ ე.წ. წითელი დროშით არის მონიშნული.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ ხუთშაბათს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ტაილანდი აღნიშნული წითელი დროშით მონიშნა, ქვეყნის ავიაციის სფეროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მნიშვნელოვანი შეშფოთების გამო.

როგორც გამოცემა წერს, ტაილანდთან ერთად ICAO-ს მიერ ე.წ. წითელი დროშით კიდევ 12 ქვეყანაა მონიშნული, მათ შორის საქართველო.  

საქართველოსთან ერთად წითელი დროშით მონიშნულები არიან: ანგოლა, ჰაიტი, ყაზახეთი, ნეპალი, სიერა ლეონე და ა.შ. CNN აღნიშნავს, ICAO-მ ტაილანდს შესაბამისი გაფრთხილება მარტში მისცა, რის შედეგადაც რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ ტაილანდიდან ახალი ფრენები გააუქმა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქმედებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში კი ტაილანდის მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ავიაცია უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით ოპერირებს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) შავ სიაში და დღის წესრიგში დგას ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. სააგენტოში აცხადებდნენ, რომ იკაო არ აწარმოებს ეგრეთ წოდებულ „შავ სიას“ და ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმიც არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics