02:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 12:04:19, 1814 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ ბულგარელ კოლეგას რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებში აქტიური ჩართულობა შესთავაზა

„სარტყელისა და გზის" შუა კორიდორი, ტრასეკა, ლაპის ლაზული, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის სატრანზიტო მარშრუტი, - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საერთაშორისო სატრანსპორტო გზების მარშრუტებისა, რომლებიც საქართველოს ან უკვე გადის, ან სამომავლოდ გაივლის და თავის წვლილს შეიტანს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. დღეს აღნიშნულ პროექტებში თანამშრომლობის გაძლიერება იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიასა და ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის როსენ ჟელიაზკოვის შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი.

შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ბულგარელ კოლეგას იმ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდ არის დაგეგმილი. მათ შორის, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რკინოგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, რომელზეც სატესტო მიმოსვლა სატვირთო კონტეინერებისა უკვე ხორციელდება, საუბარი ასევე შეეხო პროექტებს, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს არსებული პორტების გაფართოების მიმართულებით, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზეც, რომელიც გახდება მთავარი საზღვაო კარიბჭე და შეძლებს პანამაქსისა და პოსტ-პანამაქსის გემების მომსახურებას.

გიორგი ქობულიას მიერ ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული საბორნე კავშირების შემდგომი განვითარება. ქობულიას განცხადებით ქართული მხარე გეგმავს შავ ზღვაზე საბორნე და საკონტეინერო ფიდერული გადაზიდვების მიზნით კვლევების განხორციელებას და ბულგარეთის მხარეს კვლევების ფარგლებში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და ტურიზმის განვითარების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილდა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ციფრული ჰაბის ფორმირების საკითხებზე, აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, საჭიროა ფიქრი არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი მაგისტრალების ფორმირების თაობაზე, ამავე დროს აღნიშნეს მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირების მნიშვნელობა. ამავე დროს მხარეებმა მიმოიხილეს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ლოკალურ დონეზე და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობაზე, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჯერ კიდევ არსებული ციფრული უთანასწორობა. მხარეებს შორის საუბარი შეეხო ასევე მობილურ ქსელებში 5G ფართოზოლოვანი სერვისების განვითარებას.

შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ თავისი ბულგარელი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics