|
2019-04-05 10:26:15, 1782 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებით წარსულს ჩაბარდა 500%-იანი საპროცენტი განაკვეთები
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის სულისკვეთება და გენერალური ხაზი არ გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "მოამბეში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თუმცა საქართველოში რასოდეს დაბრუნდება რეალობა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს შავ სიაში მოახვედრებს. "ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულიად უპასუხისმგებლო და ხშირ შემთხვევაში თაღლითური დაკრედიტების სისტემა, როდესაც წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები გაიცემოდა და კარგად გვახსოვს, რა კაბალურ პირობებთან ჰქონდათ შეხება ჩვენს მოქალაქეებს. ადამიანი აიღებდა სესხს, მაგალითად 1000 ლარს, დაფარავდა ძირ თანხას 800 ლარს, რჩებოდა 200 ლარი და გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი ჯარიმას უანგარიშებდა 1000 ლარიდან. ან სხვა შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეიძენდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ამის გამო, შეიძლებოდა, ბინა დაეკარგა; გვქონდა 300, 400, 500%-იანი საპროცენტო განაკვეთი, ეს ყველას კარგად გვახსოვს და ეს წარსულს ჩაბარდა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით შემოღებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერი, მაქსიმალური ლიმიტები ჯარიმებსა და საურავებზე, მათ ნებისმიერ დასახელებაზე, რაც ასევე იყო თაღლითობის ერთ-ერთი მექანიზმი და ამ გენერალურ ხაზს მთავრობა არ გადაუხვევს, ამის იმედი ნურავის ექნება", - განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებში არსებულ რეგულაციებს, პრემიერმა მათი დაკორექტირების შესაძლებლობა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ თუ ის ხელს შეუშლის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის მთავარ სულისკვეთებას, პასუხისმგებელი პირები შესაბამიის გადაწვეტილებებს მიიღებენ. "სამშენებლო სქტორი არის ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, რათა მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჩვნს მოოქალაქეებს. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეხება კონკრეტულ რეგულაციას, თუ ის ხელს უშლის ამ მთავარ მიზანს - მოქალაქეებისთვის იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ბუნებრივია, ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა უწყებაში ამ საკითხებზე, კონკრეტული სტატისტიკის შემდეგ, აუცილებლად მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ობიექტური, სამართლიანი და მოემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, გავავლო წყალგამყოფი ხაზი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემასა და რეგულაციებს შორის, რომელიც, შესაძლოა, რაღაც დოზით დასაკორექტირებელი იყოს და ეს პრაქტიკამ უნდა გვაჩვენოს. საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა არ შეიცვლება და ჩვენ არასოდეს დავუბრუნდებით იმ რეალობას, როდესაც 600 ათასზე მეტი მოქალაქე აღმოჩნდა შავ სიაში და ჩვენი აქტიური მოსახლეობის მესამედი მოწყვეტილი იყო შესაძლებლლობას, ეწარმოებინა ნორმალური ეკონომიკური საქმიანობა სამშობლოში. ეს იყო მიუღებელი, ჩვენ ეს შევცვალეთ და ამ წარსულში არასოდეს დავბრუნდებით", - აღნიშნა პრემიერმა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)