03:27 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 18:43:41, 737 ნახვა

საზოგადოება
სტიქიით დაზარალებულთათვის აჭარის მთავრობიდან 117 500 ლარი გადაირიცხა

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მთავრობამ 117 500 ლარი შეაგროვა.

ქველმოქმედებისთვის თანხები გაიღეს შემდეგი უწყებების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა: აჭარის მთავრობის აპარატი, აჭარის უმაღლესი საბჭო, სამინისტროები, საქვეუწყებო დაწესებულებები, მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგეობები, რესურსცენტრები, სსიპ-ები, შპს-ები და აიპ-ები.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები დაზარალებული ოჯახების წევრების ბათუმში ჩამოყვანასა და დასვენებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც სტიქიით დაზარალებული ოჯახების  25-25 ბავშვი 2 ნაკადად დაისვენებს. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასვენება ბათუმში, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ ბაზაზე მოხდება.

ასევე, აჭარის მთავრობის ინიციატივით, 300-მდე დაზარალებული ოჯახისთვის შეგროვდა სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც 17 ივნისს თბილისში გადაიგზავნა.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics