|
2019-04-04 18:50:44, 1740 ნახვა
კომენტარი
იზორია: ქონება აკადემიური მოღვაწეობის დროს, საჯარო სამსახურში მოსვლამდე შევაგროვე
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც მის მიერ შევსებულ დეკლარაციას ეხებოდა. მინისტრის თქმით, ყველა მონაცემი ასახულია დეკლარაციაში, რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. „ქონება2012 წელს შევიძინე, ვიდრე საჯარო სამსახურში დავიწყებდი მუშაობას, აკადემიური საქმიანობის დროს არა მხოლოდ თბილისში, არამედ გერმანიაშიც. ვარ ერთ-ერთი ყველაზზე პრესტიჟული ფონდის წარმომადგენელი. ჰუმბორტის ფონდი, რომელშიც ვმონაწილეობდი როგორც მიწვეული სტუმარი - პროფესორი, ეს მონაცემები შემიძლია უბრალოდ გაჩვენოთ. რაც შეეხება დეკლარაციას, აქ ითქვა, რომ დეკლარაციაში არ არის სახლის მშენებლობის ხარჯები. ჩაიხედეთ დეკლარაციის მეორე გვერდზე გრაფაში, რომელიც 2017 წელს გაჩნდა, კერძოდ გადახდილი საფასურის ოდენობა. იქ სრულად არის ასახული როგორც მიწის ნაკვეთის, ისე სახლის მშენებლობის საფასური სრული და ნამდვილი ციფრებით. ყველაფერი საჯარო ბიუროსთან ერთად შევადგინეთ. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ წლის ბოლოს ერთიანი დანახარჯები, რომელიც 1500 ლარს აღემატება, თურმე დეკლარაციაში უნდა იყოს დაფიქსირებული, რაც არასწორია. ეს თემა ბიუროსთან გავიარეთ. ამ შემთხვევაში კვების ფულიც აღემატება 1500 და დეკლარაციაში ხომ არ ჩავწერთ?!
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)