2015-06-23 17:21:19, 687 ნახვა
საზოგადოება
მდინარე ვერეს ხეობაში არსებული გვირაბის დეტალური დათვალიერება განხორციელდა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს.
შსს-ს ინფორმაციით, არსებული ურთულესი სამუშაო პირობების მიუხედავად, მოხდა 900 მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება, ასევე, პარალელურად, მიმდინარეობდა, დაკარგული პირების სამძებრო ღონისძიებაც.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ორი ავტომობილი აღმოაჩინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან