|
2019-04-03 20:03:58, 1895 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის რეგიონული დირექტორი - საქართველო ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია
საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია, - ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, EBRD ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ორი წლის წინ EBRD იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელმაც რეგიონებში ინვესტიციების ჩადება დაიწყო, რამაც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ხელშესახები შედეგი გამოიღო. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო გეგმავს, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უახლოეს რამდენიმე წელიწადში დაასრულოს და გადაერთოს ისეთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიც განათლებაა. თავის მხრივ, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა აღნიშნა, რომ EBRD მზად არის, განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს მხარი დაუჭიროს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე ესწრებოდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)