|
2019-04-02 18:44:32, 1660 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი: კობახიძე პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტს ანგრევს - ის „ოცნებისთვის“ თავის ტკივილია
„ირაკლი კობახიძე დღეს „ქართული ოცნებისთვის“ თავის ტკივილია. მავნე ბავშვივით იქცევა", - ასე აფასებს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან გარიცხვის შესაძლებლობას. მისივე თქმით, კობახიძემ საპროცედურო და საგარეო საქმეთა კომიტეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. „კობახიძე დაბრმავებულია პირადი ანგარიშსწორებით. ბოღმა თუ რაც გინდა, ის დაარქვით, აწვება და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს უკვე კომიტეტის თავმჯდომარეებს. საპროცედურო კომიტეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ორჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაში არის ახლა საგარეო საქმეთა კომიტეტი. საერთოდ ლოგიკა არ არსებობს გადაწყვეტილებაში. თუ ადამიანს ერთი წელი ვერაფერს უშვები, ფურცლიდან ამ ადამიანის ამოღება რა ლოგიკაში ჯდება, ხომ ხვდებით?! კობახიძე პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს საქართველოს პარლამენტარიზმსა და პარლამენტს. თვითონ ხომ ამ სიტუაციაშია და ცდილობს, გუნდის წევრებიც გასვაროს. ყველა ხვდება, რომ თავის ტკივილია ეს ადამიანები. ირაკლი კობახიძე დღეს „ქართული ოცნებისთვის“ თავის ტკივილია. მავნე ბავშვები რომ არიან, მავნებლურად რომ იქცევიან, ამ პოზიციაშია ირაკლი კობახიძე“. - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი. პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს შესაძლოა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაცია დაატოვებინონ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რადგან ბესელია და კვაჭანტირაძე უმრავლესობის წევრები აღარ არიან, მმართველი პარტიის კვოტა დელეგაციაში „ქართული ოცნების“ დეპუტატებით უნდა ჩანაცვლდეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)