|
2019-04-02 15:03:02, 1375 ნახვა
კომენტარი
სულხან სალაძე: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მძიმე სოციალური ფონია, რომლის გამოც ქვეყანაში დანაშაულები ხდება
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მძიმე სოციალური ფონია, რომლის გამოც ქვეყანაში დანაშაულები ხდება, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, შს მინიტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სალაძემ აღნიშა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია დეტალური კვლევა, თუ რით არის განპირობებული მაგალითად ქურდობის ფაქტების გახშირება და რა წინაპირობები უძღვის ამ ყველაფერს. „სტატისტიკის გამოსაყენებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს ალბათ 1-2 თვე დასჭირდება კიდევ. ვინაიდან მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ აღრიცხვის იმ მასშტაბით, როგორც დღეს მოქმედი მინისტრის პირობებში დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლოს კონკრეტული პერიოდის შედარება ერთმანეთთან. შესაბამისად, ამის შემდეგ ბუნებრივია სიღრმისეული კვლევა იქნება საჭირო. მათ შორის განმაპირობებელი მიზეზების დასადგენად და იმის გამოსავლენად, თუ სად სჭირდება და რა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზედაპირულად მხოლოდ გამკაცრებაზე საუბარი დღეს ამ შეხვედრაზე არ ყოფილა, ისევე როგორც მინდა ვთქვა, რომ თუკი მომავალში რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი დაიწყებს ამ თემაზე, ამ ფორმატში საუბარს, ეს იქნება სპეკულაცია. ვინაიდან მთავარი გამოწვევა, მე ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეს არის მძიმე სოციალური ფონი, რომლის გამოც დანაშაულები ხდება ქვეყანაში. ესეც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებელია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორგანიზებული დანაშაული და დანაშაული, რომელსაც მძიმე სოციალური ფონი ახლავს თან. მე როდესაც ვლაპარაკობ სოციალურ ფონზე, ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მთავრობის ნაწილია, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებაში. თუკი სხვა რომელიმე სტრუქტურა არ მუშაობს ეფექტურად და მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში, ეს ბუნებრივია ასევე აისახება შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაზეც, მათ გრაფიკზეც, მათი საქმიანობის ფორმატზეც. მე ამ შემთხვევაში უფრო მეტი კრიტიკა შემიძლია ალბათ ვთქვა, მიმართული სხვა პროფილის სამინისტროებზე, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროზე, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ხელაღებით ამ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი დანაშაულთან მიმართებაში, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებაზე. ყოველ შემთხვევაში, არა იმ ნაწილებთან მიმართებაში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ზრდა, მაგალითად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, შეგვიძლია ვთქვათ, ქურდობის გაზრდილი მასშტაბი. აუცილებელი და მნიშვნელოვანია დეტალური კვლევა, თუ რით არის განპირობებული მაგალითად ქურდობის ფაქტების გახშირება და რა წინაპირობები უძღვის ამ ყველაფერს. თუ აღმოჩნდება, რომ ამის წინაპირობა ეს არის ისევ და ისევ მძიმე სოციალური ფონი, ბუნებრივია სხვა უწყებებს უნდა მივმართოთ ჩვენ, რას აკეთებენ ისინი წლების განმავლობაში“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ სულხან სალაძემ. შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე დანაშაულის სტატისტიკაზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებზე იმსჯელეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)